სირიის სამშვიდობო კონფერენციისთვის მზადება გრძელდება

ეთავაზებული გეგმით, მოლაპარაკება პირველად მოუყრის თავს ერთ მაგიდასთან პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის და ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლებს.
ჯონ კერი იორდანიაში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი შეხვედრაზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სირიის საკითხებზე ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობას.

შეთავაზებული გეგმით, მოლაპარაკება პირველად მოუყრის თავს ერთ მაგიდასთან პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის და ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლებს. ჟენევის მოლაპარაკების იდეა სირიაში გაჭიანურებული კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობით არის ნაკარნახევი. ინიციატივას შეერთებული შტატები და რუსეთი უდგანან სათავეში.