ივლისში ამერიკის ეკონომიკას სამუშაო ადგილები შეემატა

ამერიკული კერძო კომპანია ეი-დი-პი ემპლოიერ სერვისის, რომელიც უამრავი კომპანიის კონტრაქტორია მილიონობით ადამიანის ხელფასების გამოწერისა და დამუშავების სფეროში, აცხადებს, რომ ივლისში ამერიკის ეკონომიკას სამუშაო ადგილები შეემატა.

კომპანიის განცხადებით გასულ თვეს კერძო სექტორს 42 ათასი ახალი სამუშაო ადგილი დაემატა.

უკვე მეექვსე თვეა ეი დი პი სამუშაო ადგილების მატებას იუწყება, მაგრამ კერძო სექტორის წარმომადგენელბი აცხადებენ, რომ კომპანიებს შემოსავლები არ ეზრდებათ და ქვეყნის მასშტაბით უმუშევრობა ჯერ ისევ მაღალია.

შრომის დეპარტამენტი პარასკევს გამოქავეყნებს ივლისის ეკომომიკურ მონაცემებს და უმუშევრობის დონეს. დეპარტამენტის მიერ ივნისში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკაში უმუშევრობის მაჩვენებელი 9 მთელი 5 მეათედი პროცენტი იყო.