1999 წელს ევროს ბრუნვაში შემოსვლის შემდეგ უმუშევრობა 11,1% გახდა
ევროზონის 17 სახელმწიფო კვლავ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. ამის თაობაზე ორი ანგარიში გამოქვეყნდა. უმუშევრობა რეკორდულ მაჩვენებლამდე ავიდა, ხოლო წარმოების აქტივობა უკანასკნელი სამი წლის მონაცემით, ყველაზე დაბალია.
ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებით, 1999 წელს ევროს ბრუნვაში შემოსვლის შემდეგ უმუშევრობა 11,1%-ი გახდა. დღესდღეობით, ევროზონაში 17 მილიონი უმუშევარია, რაც გასულ წელთან შედარებით ორი მილიონით მეტია.