ჯო ბაიდენი უკრაინას რეფორმებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაშია. მისი ვიზიტის მიზანია ოფიციალურ კიევს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდოს. ამავე დროს, ის უკრაინელების დარწმუნებას შეეცდება, რომ სირიის ომს არ მოუხდენია აშშ_ის ყურადღების შესუსტება უკრაინის საკითხებისადმი.

ვიცე-პრეზიდენტი კიევში ადგილობრივი დროით ორშაბათს დილით ჩავიდა. სამშაბათს ის უკრაინის პარლამენტს მიმართავს სიტყვით. ორ-დღიანი ვიზიტის განმავლობაში, ამერიკელი სტუმარი უკრაინის ანტი-კორუფციულ ძალისხმევას შეაფასებს, საგადასახადო რეფორმების ჩათვლით. სავარაუდოდ ცოტა ხანში, აშშ-მ რიგით მესამე, მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი უნდა დაუმტკიცოს უკრაინას.