გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, სამშვიდობო კონფერენცია 2014 წლის 22 ინავარს შედგება
სირიის სამშვიდობო კონფერენცია ჟენევაში 22 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ განცხადება გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა დღეს გააკეთა. მან იმედი გამოთქვა, რომ როგორც სირიის მთავრობა, ასევე ოპოზიციური ძალები შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე ომის დასრულების „სერიოზული განზრახვით“ მივლენ. გენერალური მდივანი თვლის, რომ ამ „შესაძლებლობის ხელიდან გაშვება უპატიებელი“ იქნება.
რამდენიმე თვეა მიმდინარეობს იმის განხილვა, თუ როდის უნდა გაიმართოს სამშვიდობო კონფერენცია, ვინ უნდა დაესწროს მას და რა წინაპირობით. გაეროს განცხადებაში არაფერია ნათქვამი შეხვედრის მონაწილეთა შესახებ. ბან კი მუნი ელის, რომ შეხვედრის კონსტრუქციულობას მხარს „ყველა რეგიონალური და საერთაშორისო პარტნიორი ქვეყანა“ დაუჭერს.