საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვამდე ჯებ ბუში ევროპაში ჩავიდა

ჯებ ბუში ევრო ტურის ფარგლებში შეერთებული შტატების სამ მოკავშირეს - გერმანიას, პოლონეთს და ესტონეთს სტუმრობს, სულ რამდენიმე დღეში კი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოფიციალურ სამზადისს დაიწყებს.

გერმანიაში სიტყვით გამოსვლისას ბუშმა დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკვეთრი პოზიციისკენ მოუწოდა და რუსეთის პრეზიდენტს „ულმობელი პრაგმატიკოსი“ უწოდა.

„რუსეთმა პატივი უნდა სცეს მისი ყველა მეზობლის სუვერენიტეტს, მან ასევე პატივი უნდა სცეს ყველას, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმას, რომ რუსეთის აგრესია უპასუხოდ დარჩება. ჩვენი კავშირი, ჩვენი სოლიდარობა და ჩვენი მოქმედებები მნიშვნელოვანია თუ ჩვენ საერთაშორისო წყობის ფუნდამენტური პრინციპების შენარჩუნება გვინდა“

კამპანიის ოფიციალურ დაწყებამდე ჯებ ბუშმა პატივი მიაგო ამერიკის ყოფილ პრეზიდენტებს - მის მამას და ძმას, მაგრამ ჯიუტად იმეორებს, რომ მომავალ არჩევნებს თავისი პერსონით მოიგებს.

„მე მიყვარს ჩემი ძმა. მიყვარს მამა. მე ასევე მიყვარს დედა და ვფიქრობ ეს ნორმალურია. მე ვაფასებ მათ მსახურს ამ ქვეყნის მიმართ და იმ რთულ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიღებაც მათ უხდებოდათ. მაგრამ მე მე ვარ და ჩემი იშეხედულებები ჩემივე გამოცდილებით ჩამომიყალიბდა. “

ჯებ ბუშს არაერთხელ ჰკითხეს თუ როგორ მოიქცეოდა ის მისი ძმის ადგილას და როგორ გაუმკლავდებოდა ერაყის კრიზისს. ბუშის პასუხი მერყევი იყო, საბოლოოდ კი განაცხადა, რომ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც დღეს ფლობს, ერაყში არ შევიდოდა.

ვირჯინიის უნივერისტეტის პროფერსორი ლარი საბატო მიიჩნევს, რომ ბუშს აუცილებლად დაჭირდება საკუთარი პოლიტიკური იდენტობის შექმნა.

„როგორც ყველა პოლიტიკოსს, მასაც უნდა ორივე ვითარება გამოიყენოს, ერთის მხრივ უნდა ნომინაცია მოიპოვოს მისი გვარის გამო, ამავდროულად უნდა ხაზი გაუსვას იმას, რომ ის დამოუკიდებელი პოლიტიკოსია. საბოლოოდ ის ორივეს ერთად ვერ მოახერხებს დამოუწევს ჯორჯ ბუშ უმცროსის წინააღმდეგობრივ პრეზიდენტობაზე პასუხების გაცემა.“

ბუშმა თავისი გვარის გამოყენება რესპუბლიკელი დონორებისგან ათობით მილიონი დოლარის მოსაზიდად უკვე მოახერხა. თუმცა მის მიმართ ზოგიერთი კონსერვატორი სკეპტიკურადაა განწყობილი, მას ასევე გაუჭირდება ახალგაზრდა ამომრჩევლის მოზიდვა, რომლებსაც ახალი სახეები უნფრო იზიდავთ.

„მას მხარდამჭერები ჰყავს და ასევე შეუძლია კამპანიისთვის თანხების მოზიდვა. ზოგიერთი იტყვის, რომ მისი ხედვები იმიგრაციაზე და განათლებაზებერი კონსერვატორისთვის მიუღებელია.“

ამბობს აჯონ ფორტიერი,ორპარტიული პოლიტიკის ცენტრიდან.

რესპუბლიკელი სტრატეგიკოსი ფორდ ო’კონელი კი ამბობს, რომ ბუშს მთავარი გამოწვები კამპანიის ოფიციალურად დაწყების შემდეგ ელის.

„ცხადია გვარი მისი მთავარი იარაღია დაფინანსების მოძიებაში, მაგრამ ის ამავდროულად მისი მთავარი გამოწვევაცაა. ჯებ ბუში უნდა ჩამოყალიბდეს „ჯებად“, ბუშის გარეშე.ეს ძალიან რთული მისია იქნება. ახლა ჯებმა ყველას უნდა შეახსენოს, რომ ფლორიდის გუბერნატორობის დროს ის კონსერვატორი იყო.“

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით ბუშს რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის წამყვანი პოზიცია უჭირავს ვისკონსინის გუბერნატორ სკოტ უოლკერთან და ფლორიდის სენატორ მარკო რუბიოსთან ერთად. ბუშამდე რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო მარათონი უკვე 10-მა კანდიდატმა დაიწყო.