პრეზიდენტების, ბაიდენისა და პუტინის შეხვედრას სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატი, ნიუ ჰემფშირის შტატი) გამოეხმაურა. ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა:
“მიხარია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი მტკიცედ დაუდგა ვლადიმირ პუტინს და გარკვევით ამცნო, რომ მისი ადმინისტრაცია პუტინის აგრესიულ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს. პრეზიდენტის სიმტკიცე იყო ნათელი: ცუდ აქტიორებს პასუხი გაეცემათ. შეერთებული შტატები რუსეთს პასუხს მოსთხოვს ქმედებებისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენ ეროვნულ უსაფრთხოებას და სტაბილურობას მსოფლიოში,” - განაცხადა შაჰინმა.
სენატორის თქმით, “ჩვენ ვერ მოვითმენთ კრემლის ბოროტებას, რომელიც მიზანში იღებს აშშ-ის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, აღვივებს უთანხმოებას ევროპაში და ალყაში აქცევს აშშ-ის პარტნიორებს რეგიონში. ბოლო წლებში ამ სიბოროტემ იმატა და სულ ახლახან ალექსეი ნავალნისა და სხვა პროდემოკრატი აქტივისტების დაპატიმრებაში, აგრეთვე პუტინის მიერ ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმის გათამამებაში გამოიხატა".

ასევე ნახეთ: სენატორი რიში ბაიდენი-პუტინის სამიტის შესახებ
შაჰინი მისი ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ამ განცხადებაში ასკვნის, რომ ამგვარი მავნე ქმედებები საფრთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგს. "იმედს მაძლევს ის, რომ პრეზიდენტ ბაიდენის შეხვედრას წინ უძღოდა კონსულტაციები ჩვენ ნატოელ მოკავშირეებთან, რაც ნათელი დასტურია შეერთებული შტატების ძალისხმევისა, გააძლიეროს ტრანსატლანტიკური ალიანსი, რომელიც თავდაპირველად საბჭოთა გავლენის შესაკავებლად შეიქმნა და 70 წელზე მეტია, არსებობს. მივესალმები განცხადებას ვაშინგტონსა და მოსკოვში ელჩების დაბრუნების თაობაზე. ეს კონსტრუქციული ნაბიჯია მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე გულახდილი დიალოგის გასაგრძელებლად" - აღნიშნა ჯინ შაჰინმა.