ქარიშხალი "ბოლავენი"

ხვალ ქარიშხალი, სახელად "ბოლავენი" ოკინავას კუნძულს ძლიერი წვიმებით და ქარით დაატყდება თავს
სამხრეთ იაპონიას ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება, რომელიც საათში 215 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს. ტაიფუნი იაპონიის სამხრეთ კუნძულებამდე სავარაუდოდ კვირას შუადღეზე მივა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, ქარიშხალი, სახელად "ბოლავენი" ოკინავას კუნძულს ძლიერი წვიმებით და ქარით დაატყდება თავს.

ოკინავას შემდეგ "ბოლავენს" კორეის ნახევარკუნძულზე ორშაბათს და სამშაბათს ელიან.