იაპონიაში არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

პრემიერ მინისტრი იოშიჰიკო ნოდა პარლამენტში მანდატს შეინარჩუნებს
იაპონიის მედიის განცხადებით, ქვეყნის კონსერვატიულმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. საპარლამენტო მმართველობის სისტემიდან გამომდინარე, ქვეყნის პრემიერ მინისტრის პოსტზე შინზო აბე დაბრუნდება.

ლიბერალ დემოკრატიუმლი პარტია, რომელიც ერთ დროს იაპონიაში დომინანტი პოლიტიკური ძალა იყო, ქვეყნის მართვის სადავეებს კვლავ იღებს ხელში. პარტიას მკვეთრი მემარჯვენე პოზიცია აქვს.

ახლანდელი პრემიერ მინისტრი იოშიჰიკო ნოდა პარლამენტში მანდატს შეინარჩუნებს.