დღეს დილით, იაპონიის კუნძულ ოკინავას ტაიფუნი სანბა დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე საათში 200 კილომეტრს აღემატებოდა. კუნძულზე ყველა ავიარეისი გაუქმებულია, გზები - გადაკეტილი და სანაოსნო მიმოსვლა - გაუქმებული.
სანბა სეზონის მესამე ძლიერი ციკლონია. კუნძული ოკინავა მანამდე ბოლავენმა და ტემბინმა დააზიანა. ბოლავენი კიდევ უფრო ძლიერი წვიმებით და საათში 215 კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდებოდა. სინოპტიკოსების ცნობით, სანბა იაპონიის შემდეგ კორეის ნახევარკუნძულს და ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთს ეწვევა.