მიწისძვრა და მცირე ზომის ცუნამი იაპონიაში

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე ორშაბათს 7.4-ბალიანი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი მცირე ზომის ცუნამი დაფიქსირდა. ის სულ ერთი მეტრამდე სიმაღლის იყო, მაგრამ ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურისთვის მაინც გამოწვევას წარმოადგენდა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა წყალში 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ევაკუაცია გამოცხადდა. ერთმეტრიანი ცუნამის შემდეგ თითქმის მეტრნახევარი სიმაღლის ტალღა წამოვიდა, რომელსაც რეგიონის ზოგ ნაწილში წყალდიდობების გამოწვევა შეეძლო. თუმცა, ამჯერად მსხვერპლი და მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მომხდარა. ტალღებმა ნაპირზე მხოლოდ გემების ამოყირავება შეძლო.

2011 წელს მომხდარი 9-ბალიანი მიწისძვრის შემდეგ, იაპონიას თავს 40 მეტრის სიმაღლის ცუნამი დაატყდა, რომლის გამოც 20 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგური, საიდანაც დიდი რაოდენობის რადიოაქტიური ნივთიერების გაჟონვა მოხდა. ეს ფაქტი ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ბირთვულ კრიზისად ითვლება.