ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქრონიკული პრობლემების გამო, იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ, შინზო აბემ თავად განაცხადა. სატელევიზიო პრესკონფერენციის დროს, აბემ თქვა, რომ მკურნალობის პერიოდში, მას არ შეუძლია მოვალეობის შესრულება და აცხადებს, რომ არ სურს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღებაზე აისახებოდეს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აბე თანამდებობას ავადმყოფობის გამო ტოვებს. ასე მოხდა 2007 წელსაც, იგივე დაავადების, ქრონიკული წყლულოვანი კოლიტის გამო. თუმცა, 65 წლის აბე, თითქმის რვა წლის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს. ამ ვადით, ის იაპონიის ყველაზე ხანგრძლივი პრემიერი იყო. მას თანამდებობაზე ვადა 2021 წელს ეწურებოდა.
ასევე ნახეთ: მერკელი: ევროპამ ჩინეთთან უნდა ისაუბროსაბეს თქმით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას იქამდე განაგრძობს, ვიდრე მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტია მის შემცვლელს არ შეარჩევს.
აბე, გატარებულმა კონსერვატიულმა პოლიტიკამ, აღმოსავლეთ აზიაში საკამათო ფიგურად აქცია.
„მტრები მას მილიტარიზმის რეინკარნაციად აღიქვამდნენ. ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ის ძალიან პრაგმატული კონსერვატორი იყო. არ ჩაერთო ჩინეთთან ბრძოლაში და საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეებში, დაბალი ჩართულობის დონე შეინარჩუნა“ - აცხადებს, "ამერიკის ხმასთან" საუბრისას, რობერტ დუჯარიკი, ტემპლის უნივერსიტეტის ტოკიოს კამპუსში, თანამედროვე აზიის სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.