იაპონიის პრემიერ-მინისტრის ნაოტო კანის განცხადებით, ის ფუკუშიმას ბირთვული რეაქტორის კრიზისის დასრულებამდე საკუთარ ყოველთვიურ ხელფასს და ბონუსებს შეიმცირებს. პრემიერის ყოველთვიური ხელფასი 20 ათას დოლარს შეადგენს. ნაოტო კანმა ამის შესახებ დღეს განაცხადა. მისი თქმით, ის როგორც ქვეყნის ლიდერი ბირთვულ ინციდენტთან დაკავშირებით, უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს. თუმცა, ის იაპონელი კანონმდებლის ხელფასს შეინარჩუნებს. ამავდროულად, ნაოტო კანმა პირობა დადო, რომ ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა თავიდან ბოლომდე გადაიხედება ატომური ენერგეტიკის ჩათვლით. ამჟამად ატომური ენერგეტიკა ქვეყნის მოთხოვნების 30 პროცენტს უზრუნველყოფს.