დავა ტოკიოს და სეულს შორის

უთანხმოების მიზეზი კუნძული ტაკეშიმაა
იაპონიამ სამხრეთ კორეაში თავისი ელჩი დააბრუნა მას შემდეგ, რაც სადავო კუნძულზე უთანხმოების გამწვავების გამო უკან გაიწვია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა კოიშირო გემბამ განაცხადა. მისი თქმით, იაპონიის ელჩი სეულში დაბრუნდება და კუნძულ ტაკეშიმას შესახებ დავის სამართლებრივად გადაჭრისთვის იმუშავებს.

ტოკიომ სეულიდან ელჩი გასულ კვირას გაიწვია მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი მუნგ ბეკი სადავო კუნძულს ეწვია. აღნიშნული ტერიტორია ნავთობ-რესურსებითაა მდიდარი და ორ ქვეყანას შორის დავის საგანს წარმოადგენს.