იაპონიაში ზვავმა სკოლის მოსწავლეები იმსხვერპლა

ზვავი ნასუში

იაპონიაში სკოლის რვა მოსწავლე, ზვავის ქვეშ მოჰყვა და სავარაუდოდ მათი სიცოცხლე სტიქიამ შეიწირა. მათი ძებნა აქამდე გრძელდება. დამატებით, სამი სტუდენტი დაშავდა და კიდევ ერთი მასწავლებელს კვლავ ეძებენ. იაპონელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, სტუდენტები მთამსვლელობაში ვარჯიშობდნენ, ტოკიოს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ნასუში. ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, აღნიშნულ სასკოლო ექსკურსიაზე დაახლოებით 50 სტუდენტი და 10 მასწავლებელი იმყოფებოდა, იაპონიის რამდენიმე სკოლიდან.