შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ პარასკევს ცალსახად გამოხატა ძლიერი შეშფოთება ჩინეთის მზარდი ძალის გამო და პირობა დადო, რომ რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობების წინააღმდეგ ერთად იმუშავებენ.
საკითხთან დაკავშირებით, ორი მოკავშირე ქვეყნის საგარეო და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა, ვირტუალური შეხვედრა გამართეს.
ჩინეთის მცდელობამ, „დაარღვიოს წესებზე დაფუძნებული წესრიგი“, ქმნის „პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და ტექნოლოგიურ გამოწვევებს, რეგიონისა და მსოფლიოს წინაშე“ - ნათქვამია შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადება ასევე ამბობს, რომ „მათ [აშშ-მა და იაპონიამ] გადაწყვიტეს ერთად იმუშაონ და საჭიროების შემთხვევაში, ერთად უპასუხონ რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს"
ასევე ნახეთ: ვენაში ბირთვული მოლაპარაკებების ფონზე, თეირანმა ქუჩაში რაკეტები გამოფინა
ორი ქვეყნის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ სინციანსა და ჰონგ-კონგში, ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე „სერიოზული და მუდმივი შეშფოთება“ აქვთ. ამასთან, ხაზი გაუსვეს ტაივანის სრუტეში, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
მანამდე, ვირტუალური სამიტი იაპონიისა და ავსტრალიის წარმომადგენლებმა გამართეს. მხარეებმა, სამიტის ფარგლებში, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ოფიციალური პეკინი, აშშ-იაპონიასა და იაპონია-ავსტრალიას შორის გამართული შეხვედრების შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევად აფასებს.
„ჩვენ ვგმობთ და მკაცრად ვეწინააღმდეგებით შეერთებული შტატების, იაპონიისა და ავსტრალიის მიერ, ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას, ასევე ყალბი ინფორმაციის ფაბრიკაციას, ჩინეთისთვის ცილისწამების მიზნით, რაც ძირს უთხრის რეგიონის ქვეყნების სოლიდარობას და ურთიერთნდობას“ - განაცხადა ყოველდღიურ ბრიფინგზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენბინმა.
ასევე ნახეთ: ჩრდილოეთ კორეამ ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადაიაპონიასთან მოლაპარაკებების დაწყებამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ განვითარებად საფრთხეებთან წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, ვაშინგტონი და ტოკიო, ახალი თავდაცვის შეთანხმების გაფორმებას გეგმავდა.