ჯეიმს თორმე ახალ კრებულს უშვებს

ჯეიმს თორმე ახალ კრებულს უშვებს

არავის გაკვირვებია როდესაც ლეგენდარული ჯაზ ვოკალისტის მელ თორმეს შვილებმა ჯეიმს და სტივ თორმეებმა თავის პროფესიად მომღერლობა აირჩიეს. დღეს ჩვენ რუბრიკაში გაგაცნობთ მელ თორმეს უმცროსი ვაჟის ჯეიმსის ახალ კრებულს “Love For Sale”.

ჯეიმს თორმესთვის სიმღერა არასოდეს ყოფილა ახირება. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს მამამ მას ადრეული ასაკიდან ჩამოუყალიბა მუსიკალური გემოვნება, რისთვისაც ის სიცოცხლის ბოლომდე მისი მადლიერი იქნება.

პატარაობიდან ჯეიმსი მამის, მელ თორმეს სიმღერებს უსმენდა და მისი წარმატებული სატელევიზიო თუ კინო კარიერით იხიბლებოდა. ის ბავშვობიდან შოუ ბიზნესის ისეთ გამოჩენილ ვარსკვალავებს შეხვედრია , როგორებიც არიან ბინგ კროსბი, დუკ ელინგტონი, ელა ფიცჯერალდი და სემი დევის უმცროსი.

კარიერის არჩევა მას არ გაჭირვებია, განსაკუთრებით როდესაც 6 წლის ასაკში მოისმინა მაიქალ ჯექსონის კრებული „ Of the Wall”

ახალ კრებულში “Love For Sale” ერთ-ერთი სიმღერა „ Rock with you” ის სწორედ მაიქლ ჯექსონს უძღვნის. კრებული ჯაზ სტანდარტის, თანამედროვე პოპის და არ ენდ ბის შერწყმას წარმოადგენს. კრებულში შესულია კოლ პორტერის, ჯონი მერცერის და ალან ჯეი ლერნერის კომპოზიციები. ასევე, ალ გრინის კლასიკად ქცეული სიმღერა “ Let’s stay together”

მთლიანად კრებულს ჯეიმსი მამამისს- მელ თორმეს უძღვნის. ის კრებულში ასრულებს მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჰიტს "Comin home baby".

სიუჟეტის აუდიო ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ ბმულის საშუალებით.