ჯაკობ ზუმას წარმატება

მის კანდიდატურას პარტიის დელეგატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ჯაკობ ზუმა ქვეყნის მმართველი პარტიის აფრიკის ეროვნული კონგრესის თავმჯდომარედ დარჩა. მის კანდიდატურას პარტიის დელეგატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ხმის მიცემის პროცესში დაახლოებით 4000 დელეგატი მონაწილეობდა, მათგან სამმა მეოთხედმა ჯაკობ ზუმას დაუჭირა მხარი, რომელიც 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ პარტიის ხელმძღვანელი იქნება. აფრიკის ეროვნული კონგრესი სამხრეთ აფრიკას 1994 წლიდან მართავს და მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიის ლიდერი ქვეყნის პრეზიდენტი ხდება.