რუსეთ საქართველოს ომიდან ხუთი წლის თავზე, პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ამერიკის ხმის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელთან ჯეიმს ბრუკთან
ქართულად ჩაწერილი ინტერვიუს დროს, ქართველმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ორ მეზობელ ქვეყანას-რუსეთსა და საქართველოს შორის ნოსტალგია არსებობს, რაც მას ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის რწმენას უსახავს.
ქართულად საუბრის შემდეგ, ივანიშვილმა ამერიკის ხმის რუს მსმენელებს რუსულად მიმართა:
პრემიერმა ბრძანა, რომ ძალებს არ დაიშურებს ურთიერთობების აღსადგენად და იწინასწარმეტყველა კიდეც, რომ წარმატება არ დააყოვნებს. ქართველი ლიდერის თქმით, საქართველო ვალდებულია მეგობრული ურთიერთობები აღადგინოს დიდ მეზობელთან.
ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან 10 თვის განმავლობაში პრემიერმა შეძლო რუსული მხარის დარწმუნება, რათა ქართული მინერალური წყლისა და ღვინის აკრძალვა დასრულებულიყო რუსეთის ბაზრებზე-დასძენს ამერიკის ხმის ჟურნალისტი.
საუბარი ამერიკის ხმასთან პრემიერის ურეკის რეზიდენციაში შედგა.
8 აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომიდან ხუთი წლისთავი სრულდება. კონფლიქტი ქართული ჯარების დამარცხებით დასრულდა.
ომით გამოწვეულმა ტკივილმა და იმედგაცრუებამ ივანიშილის „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებაში შეუწყო ხელი. ამ ეტაპზე ქართული ოცნების კოალიცია მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მოგებაზეა ორიენტირებული-ფიქრობს ამერიკელი ჟურნალისტი და აგრძელებს ინტერვიუს საქართველოს პრემიერ მინისტრთან.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როგორც პრემიერი ივანიშვილი ამერიკის ხმას უცხადებს, იგი პოლიტიკის ავანგარდიდან წავა.
ივანიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ადგილი არ ექნება პოლიტიკურ დევნას. მისი განცხადებით, ნებისმიერი საჩივარი სასამართლოში განიხილება მაქსიმალურად ნათელი და გამჭვირვალე მეთოდებით.
პრემიერმა ივანიშვილმა უარყო დასავლეთის ბრალდებები, რომ მისი მთავრობა „შერჩევით სამართალს“ ახორციელებს.
ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი არ წარმოებს არამედ ეს აროს სამართლიანობის აღდგენის პროცესი.
პარალელურად, დასავლეთის მთავრობები ირწმუნებიან იმასაც, რომ საქართველო ირანს ეხმარება ეკონომიკური სანქციების თავიდან არიდებაში და ირანელებს, საქართველოში კომპანიების დაფუძნებაში უწყობს ხელს.
პრემიერის თქმით, საქართველო ზუსტად იცავს გაეროს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო პოლიტიკიდან ოთხ თვეში წასვლის შესახებ ინტერვიუს დროს მან დატოვა შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკურ ძალად წლების განმავლობაში დარჩენას გეგმავს.