არჩევნები იტალიაში

მცირე უპირატესობით დემოკრატიული პარტია ლიდერობს
დღეს არჩევნები იმართება იტალიაში. მოქალაქეები ახალ ხელისუფლებას ირჩევენ, რომელიც ქვეყანას მძიმე რეცესიის პირობებში უნდა გაუძღვეს. არჩევნები დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება. არჩევნების შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროზონისთვის, რადგანაც რეცესიაში მყოფი იტალიის ეკონომიკა

ევროგაერთიანებაში მესამე ადგილს იკავებს. წინასწარი გამოკითხვებით, მცირე უპირატესობით დემოკრატიული პარტია და მისი ხელმძღვანელი ლუიჯი ბერსანი ლიდერობს. მას ოდნავ ჩამორჩება ყოფილი პრემიერ-მინისტრის და მილიარდერის სილვიო ბერლუსკონის პარტია. რაც შეეხება ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს მარიო მონტის, მას წინასწარი გამოკითხვებით ამომრჩეველტა მცირე რაოდენობა უჭერს მხარს.