კაპიტანი ჩეტინო შინაპატიმრობაშია

კაპიტანი ჩეტინო შინაპატიმრობაშია

იტალიურ ხომალდ „კოსტა კონკორდიაზე“ სამაშველო სამუშაოები მას შემდეგ შეწყდა, რაც საკრუიზო ლაინერი ცალ მხარეს კიდევ უფრო გადაიხარა. დღევანდელი მონაცემებით კატასტროფაში მოყოლილი 4 000 მგზავრიდან 11 ადამიანია დაღუპული, 20 დაკარგულია და 30 - დაშავებული.

სამშაბათს გამოქვეყნდა დიალოგი გემის კაპიტნის ფრანჩესკო ჩეტინოსა და სანაპირო დაცვის თანამშრომელს შორის, რომელიც გემის დაზიანების პირველივე საათებში ჩაიწერა. აუდიოფირზე კარგად ჩანს, რომ გემის კაპიტანი ბრძანებებს არ ასრულებს და უარს ამბობს დარჩენილი მგზავრების გადასარჩენად ნახევრად ჩაძირულ ხომალდზე დაბრუნდეს.

სანაპირო დაცვის უფროსი, კაპიტანი გრეგორი დე ფალკო მას სთხოვდა კიბით ასულიყო „კოსტა კონკორდიაზე“ და იქ მყოფი მგზავრების რაოდენობა აღერიცხა. რაზეც გემის კაპიტანმა უხეშად უპასუხა, რომ იქ დაბრუნებას არ აპირებს, რადგან ბნელა და სამაშველო სამუშაოებს წყლიდან გააგრძელებს.

კაპიტანი ჩეტინო ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება.

http://www.voanews.com/english/news/photo-galleries/ 137343983.html