იტალიაში ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი დაიწყო

იტალიაში ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი დაიწყო

იტალია ახალი მთავრობის ფორმირების პროცესს შეუდგა. აღნიშნულთან დაკავშირებით იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯიო ნაპოლიტანომ პოლიტიკურ ლიდერებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა, სადაც იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ახალი კანდიდატურის დანიშვნის საკითხი განიხილა. იტალიის გარდამავალ მთავრობას ეკონომისტი და ყოფილი ევროკავშირის კომისარი მარიო მონტი ჩაუდგება სათავეში.

იტალიის კონსტიტუციის თანახმად დროებით დანიშნულ პრემიერ-მინისტრს ქვეყნის მართვა 2013 წლის არჩევნებამდე მოუწევს. მარიო მონტიმ გარკვეული მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის ოპოზიციური ისე ბერლუსკონის მმართველი პარტიებისაგან უკვე მიიღო.

მონტი არასდროს არ ყოფილა არჩევით თანამდებობაზე და ამასთანავე არც ერთი პარტიის წევრი არ არის.

ფინანსურმა ბაზრებმაც დადებითად შეაფასეს მისი კანდიდატურა იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე და იმედი გამოთქვეს რომ იგი იტალიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას სტაბილურს გახდის.