იტალიამ საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედის შეადარა და რწმენა გამოთქვა, რომ ის ევროპის უმთავრეს გამოწვევებს წარმატებით გადალახავდა.
თუმცა, პრემიერ პაოლო ჯენტოლინის მთავრობას საფრანგეთის პრეზიდნეტთან აზრთა სხვადასხვაობა ლტოლვილების მიღებაზე მაკრონის მიერ წარმორთქმული ხედვის შემდეგ გაუჩნდა.
ემანუელ მაკრონმა იტალიის თხოვნის საპასუხოდ მეტი ევროპული დახმარების გამოყოფის თაობაზე სუბსაჰარული რეგიონიდან დევნილი მიგრანტებისთვის, განაცხადა, რომ უნდა მოხდეს ომს გამოქცეულ ლტოლვილთა და ეკონომიკურ მიგრანტთა განსხვავება. მისი თქმით, საფრანგეთი არ დაუშვებს თავშესაფრის მაძიებლების შესვლას ქვეყანაში. ანუ იმ ხალხს, ვინც სიღარიბესა და შიმშილს გაურბის საკუთარი ქვეყნიდან.
იტალიელები ითხოვენ უფრო მეტ კოორდინაციას ევროპულ ქვეყნებს შორის. იტალიის ლტოლვილების ცენტრები და თავშესაფარი ადგილები ბინადართა მაქსიმუმს - 200 000 ათასს უახლოვდება.
წელს, ბევრად გაიზარდა თავშესაფრის მაძიებლეთა გადაადგილება ლიბიიდან ხმელთაშუაზღვის გავლით.