პანდემიასთან საბრძოლველად იტალია მკაცრ რეგულაციებს აწესებს და ითხოვს, რომ ყველა დასაქმებულმა ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან უარყოფითი ტესტის პასუხი წარადგინოს. გადაწყვეტილება იტალიის მთავრობამ მიიღო და ახალი წესი 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება.
იტალიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება კოვიდ19-თან ბრძოლაში მსოფლიოში აქამდე მიღებულ რეგულაციებს შორის ყველაზე მკაცრია. ჯერჯერობით არცერთ სხვა ქვეყანაში ასეთი მკაცრი მოთხოვნები არ არსებობს.
პრემიერ მინისტრის მარიო დრაგის კაბინეტში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის შემცირებას ისახავს მიზნად. მთავრობა ასევე იმედს გამთქვამს, რომ არავაქცინირებული ადამიანები დაფიქრდებიან და გადაწყვეტილებას შეცვლიან. ამ დროისთვის იტალიაში 12 წელს ზემოთ მოსახლეობის 80% კოვიდ-19-ზე აცრილია.
ასევე ნახეთ: კოვიდ-19-ის პირველი სამკურნალო აბი ამერიკაში დამტკიცებას ელისმთავრობის ამ გადწყვეტილების შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი და პროფკავშირები მოითხოვენ, რომ კოვიდ19-ის ტესტები უფასო იყოს მათი მოქმედების ვადა კი 48 საათიდან 72 საათამდე გახანგრძლივდეს.