იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის პოლიტიკაში დაბრუნების შანსები იზრდება. ორშაბათს, სიცილიაში გამართულ საგუბერნატორო არჩევნებზე მისი კოალიციის კანდიდატმა ნელიო მუსიმეჩიმ გაიმარჯვა.
იტალიის კუნძულზე გუშინდელ კენჭისყრას ბერლუსკონი 2018 წლის წლის საპარლამენტო არჩევნების რეპეტიციად თვლის, რომელშიც ის აქტიურად ჩაბმას გეგმავს. ახლადშექმნილ კოალიციაში გაერთიანებულია ბერლუსკონის "ფორცა იტალია" და ორი მემარჯვენე პარტია: "ჩრდილოეთის ლიგა" და "იტალიის ძმები". იტალიური მედიის ცნობით, სიცილიაში გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტს არ მიუღია.
პოლიტიკა ბერლუსკონიმ 4 წლის წინ დატოვა, როცა გადასახადებების გაყალბების ბრალდებით ის იტალიის პარლამენტიდან გააძევეს. თუმცა, 2018 წლის არჩევნებამდე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მისი საქმის განხილვაა დანიშნული. ყოფილ პრემიერს პროცესის მოგების იმედი აქვს.
ბერლუსკონი ქვეყანას 4 ვადის განმავლობაში მართავდა. 81 წლის მილიარდერის პოლიტიკური კარიერა არაერთხელ შეარყია მაფიასთან დაკავშირებულმა კორუფციის საქმეებმა, თუ სექს-სკანდალებმა. ივნისში მან გულის სერიოზული ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა, ახლა აცხადებს, რომ თავს მხნედ გრძნობს.