ისრაელი და პალესტინა არაბული ლიგის განცხადების შემდეგ შესაძლოა სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ
არაბული ლიგის განცხადება, რომ მხარს უჭერენ იდეას, პალესტინის მიწის გაცვლის შესახებ ისრაელ-პალესტინის საზღვრების დამტკიცების ჩარჩოებში, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი უნდა განაახლოს, ისრაელმა ძალიან ფრთხილად შეაფასა . არაბმა მინისტრებმა საკუთარი პოზიცია ამის შესახებ ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ დააფიქსირეს.
ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ორაზროვანი რეაქციით უპასუხეს არაბული ლიგის განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ განხორციელდება მხარეებისთვის მისაღები წინადადება, რომელიც მიწის გაცვლას გულისხმობს, ეს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის ჩიხიდან გამოსვლას შეუწყობს ხელს.
ისრაელის მხრიდან მოლაპარაკებების მთავარმა შუამავალმა, იუსტიციის მინისტრმა ციპი ლივნიმ ლიგის განცხადებას პოზიტიური სიახლე უწოდა. მისი თქმით, ამ განცხადების მთავარი ადრესატი ისრაელის მოსახლეობა იყო.
ციპი ლივნი: საჭიროა, რაც შეიძლება მალე მოლაპარაკების მაგიდას დავუბრუნდეთ, და ამიტომაც ბუნებრივია არაბული ლიგის განცხადებას მივესალმებით. ამ წინადადებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა ისრაელის ოპოზიციამაც გამოხატა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს რეაქცია გაცილებით ფრთხილი იყო. ოთხშაბათს, ოფიციალურ პირებს მან განუცხადა რომ, კონფლიქტის საფუძველი არა მიწა არამედ, ის არის რომ, პალესტინას არ სურს აღიაროს ისრაელის სახელმწიფოს სუვერენიტეტი.
პალესტინის მხრიდან მოლაპარაკებების შუამავალმა საებ ერეკატმა განაცხადა რომ არაბული ლიგის წინადადებაში ახალი არაფერი თქმულა.
განცხადებაში ის ამბობს რომ, არაბთა ლიგის მოწოდება არის ოფიციალური პალესტინის პოზიცია, რომელიც სამშაბათს არაბული ლიგის ხელმძღვანელმა ყატარის პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰამად ბინ იასემ ალ-თანმა გააჟღერა.
შეიხ აჰმად ბინ იასე ალ-თანი: საკითხი უნდა გადაწყდეს 1967 წლის 4 ივნისს ორ ქვეყანას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, რომელიც გულისხმობს შესაძლებლობას ერთობლივად შეთანხმებული მიწის გაცვლის თაობაზე.
განცხადებაში ხაზგასმულია პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის პოზიცია, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა დაიწყოს იმ საზღვრებიდან რომელიც პალესტინა-ისრაელის ომამდე, 1967 წლამდე არსებობდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს რომ, ეს საზღვრები ამ წინადადების გამართლების საშუალება არ არის.
ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე წელია ჩიხში შევიდა. პალესტინელები ამბობენ რომ, მოლაპარაკებებს იმ პირობით განაახლებენ , თუკი ისრაელი პალესტინის ტერიტორიაზე ებრაელთა დასახლებების მშენებლობას შეაჩერებს და ყველა პოლიტპატიმარს გაათავისუფლებს.
ისრაელი აცხადებს რომ, პალესტინელები მოლაპარაკების მაგიდას წინაპირობების გარეშე უნდა დაუბრუნდნენ.
ალ-მონიტორის ვებ-საიტის პოლიტიკური ანალიტიკოსი აკივა ელდარი აცხადებს რომ, არაბთა ლიგის წინადადება კონფლიქტის მოგვარების ახალ იმედს იძლევა.
აკივა ელდარი: არაბთა ლიგის განცხადება, რომელიც ყატარის პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, არის ღია დასტური იმის რომ, ლიგა სამშვიდობო პროცესში მონაწილეობს და არის იმედი, ახალ ამერიკულ სტრატეგიაზე, რომელიც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს რეგიონალურ პერსპექტივაში განიხილავს.
აღმოსავლეთ ისრაელის მშვიდობის საერთაშორისო კოოპერაციის ცენტრის უფროსი რამი ნასრალა ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება.
რამი ნასრალა: ეს არის პრინციპის აღიარება, რომელიც მანამდე განიხილებოდა და ახლა უკვე არაბულ ქვეყნებს შორის შეთანხმდა. თუ ეს მხოლოდ იმედი არ არის, ალბათ კარგი დასაწყისია - განაცხადა ნასრალამ.
აკივა ელდარი ნეთანიაჰუს ფრთხილი პოზიციის მიზეზს განმარტავს.
აკივა ელდარი: ნეთანიაჰუსთვის ის ფაქტი რომ, არაბული ლიგა ტერიტორიების გაცვლის მომხრეა, არაფერს ნიშნავს, რადგან ის არ მიიჩნევს რომ მას აქვს კავშირი 1967 წლის შეთანხმებასთან, რომელიც ამ წინადადების საფუძვლად გამოდგებოდა.
ელდარი აღნიშნავს რომ, ისრაელის თითქმის ნახევარი მილიონი მოსახლე აღმოსავლეთ იერუსალიმში და მდ. იორდანის სანაპიროზე ცხოვრობს. ისრაელის ხელისუფლებისთვის ძალიან რთული იქნება ამ ადამიანებისთვის საცხოვრებელი ადგილების იძულებით დატოვება.
ის ასევე ამბობს რომ, იანვრის არჩევნების შემდეგ, როდესაც პარტიები რომლებიც ებრაელ ახალმოსახლეების ინტერესებს წარმოადგენდნენ და სხვები რომლებიც, პალესტინელების მიერ შემოთავაზებული ტერიტორიების აკრძალვის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ნეთანიაჰუს კოალიციური მთავრობის მნიშვნელოვანი პარტნიორები გახდნენ.
ანალიტიკოსი ნასრალა ამბობს, რომ არაბთა ლიგის განცხადება საბოლოო ჯამში სამშვიდობო პროცესს შეიძლება დაეხმაროს, რადგან იგი მისცემს ლეგიტიმაციას და არაბულ სამყაროს ნებისმიერი გადაწყვეტილების მონაწილეს გახდის.
რამი ნასრალა: ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მას შეუძლია პერმანენტული სტატუსის შეთანხმების შემდეგ მხარეებს შორის ნდობა გაამყაროს.
ორივე ექსპერტი თანხმდება იმაში რომ, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისთვის ძირითად წინააღმდეგობას ისრაელის და პალესტინის შუამავლების პოზიციები წარმოადგენს. მათი განცხადებით ეს უნდა შეიცვალოს მანამდე, ვიდრე ამ მხრივ რეალური პროგრესი იქნება მიღწეული.