სამშაბათს „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის ძალებმა ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე ინდონეზიურ საავადმყოფოს ევაკუაცია აიძულეს. ბევრი პაციენტი, ზოგიერთი მათგანი ფეხით, ღაზაში კილომეტრობით დაშორებულ სხვა საავადმყოფოში გადავიდა.
ინდონეზიური საავადმყოფო, ღაზაში ჯერ კიდევ ნაწილობრივ მოქმედი საავადმყოფოებიდან ერთ-ერთია. ის ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, სადაც ისრაელის არმია, თითქმის სამი თვის განმავლობაში, ინტენსიურ წეზოლას ახორციელებს.
ასევე ნახეთ: ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - ბავშვებიისრაელი ამბობს, რომ საავადმყოფოს გარშემო სამ დასახლებულ პუნქტში - ბეით ლაჰიაში, ბეით ჰანუნში და ჯაბალიაში, „ჰამასის“ შეიარაღებული მებრძოლების წინააღმდეგ იბრძვის.
პალესტინელები ისრაელს ბრალს სდებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზის მოსახლეობისგან დაცლა სურს, რათა ბუფერული ზონა შექმნას. ისრაელი ამ ბრალდებას უარყოფს.
„ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს დირექტორმა თქვა, რომ ორშაბათს, ისრაელის არმიამ საავადმყოფოს ხელმძღვანელობას ევაკუაციის ბრძანება გადასცა, სანამ სამშაბათ დილით იერიშს დაიწყებოდა და საავადმყოფოში მყოფთ წასვლას აიძულებდა. მან თქვა, რომ ჩრდილოეთ ღაზის კიდევ ორი სამედიცინო დაწესებულება, ალ-ავდა და ქამალ ადვანის საავადმყოფო ისრაელის ჯარების ხშირი თავდასხმების ობიექტი იყო.
ისრაელი ამბობს, რომ საერთაშორისო სააგენტოებთან თანამშრომლობის პერიოდში ხელს უწყობდა სამედიცინო მარაგების და საწვავის მიწოდებას და პაციენტების სხვა საავადმყოფოებში გადაყვანას.