საინფორმაციო საშუალება -„ჰაარეცი“- იტყობინება, რომ თურქეთს აღნიშნულ შეთავაზებაზე პასუხი ჯერ არ გაუცია
ისრაელი 2010 წელს ღაზას სექტორში დაზარალებულ თურქეთის მოქალაქეებს კომპენსაციის სახით 20 მილიონს სთავაზობს. ამის შესახებ ცნობა ისრაელის მედიით ვრცელდება. დასავლელი დიპლომატის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლის სახელიც არ ხმაურდება, „ჰაარეცის“ ვებგვერდი იტყობინება, რომ თურქეთს აღნიშნულ შეთავაზებაზე ჯერ პასუხი არ გაუცია.
ისრაელის და თურქეთის ურთიერთობაზე 2010 წლის ინციდენტმა დიდი გავლენა მოახდინა. მაშინ ისრაელის ხელმძღვანელობამ იერიში თურქულ გემ „მავი მარმარაზე“ მიიტანა, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება მიჰქონდა. ისრაელის განმარტებით, გემი ღაზას სექტორში ბლოკადის გარღვევას ცდილობდა და ისრაელის არმია იძულებული გახდა თავდაცვის მიზნით ცეცხლი გაეხსნა. ინციდენტში 9 ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაიჭრა. ანკარამ ისრაელს ოფიციალური ბოდიში და დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაცია მოსთხოვა. ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები გასული წლის დასაწყისში ისრაელის მიერ თურქეთისადმი ოფიციალური ბოდიშის მოხდით დაიწყო.