ბრიტანეთსა და საფრანგეთში ისრაელის ელჩები დაიბარეს

გაეროს გენერალურმა მდივანის აზრით, ისრაელის გადაწყვეტილება „თითქმის დამანგრეველი დარტყმაა“
ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებმა ისრაელის ელჩები დაიბარეს მათ მიმართ უკმაყოფილების გამოსახატად იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელი აღმოსავლეთ იერუსალიმთან არსებულ სადავო ტერიტორიებზე მშენებლობების დაწყებას გეგმავს.

ისრაელის ხელისუფლებამ 3000 ახალი სახცოვრებელი სახლის აშენების გეგმა იმ ადგილზე დაამტკიცა, რომლელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და აღმოსავლეთ იერუსალიმს ერთმანეთთან აკავშირებს.

ბრიტანეთისა და საფრანგეთის მაგალითს თელ ავივისთვის გეგმის გაუქმების მოთხოვნის თაობაზე ორშაბათს შეერთებული შტატები და გაერო შეუერთდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ისრაელის გადაწყვეტილება „თითქმის დამანგრეველი დარტყმაა“ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.
პალესტინელების აღმოსავლეთ იერუსალიმს მომავალი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქად მიიჩნევენ, ისრაელი კი 1967 წლის ექვს დღიანი ომის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიას ერთიანი ისრაელის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.