ისრაელი სირიის საზღვართან უსაფრთხოების ღობის გავლებას გეგმავს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი სირიის საზღვრის გასწვრივ გოლანის მაღლობებზე უსაფრთხოების ღობის მშენებლობის ინიციატივით გამოდის. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ახალი ღობე საჭიროა, რადგან სირიის არმიამ უკან დაიხია და გლობალური ჯიჰადის მებრძოლები მათ ადგილს იკავებენ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას ასევე აშფოთებს სირის ქიმიური იარაღი. ისრაელმა გოლანის მაღლობები 1967 წელს დაიპყრო და 1981 წელს მისი ანექსია მოახდინა. ეს იყო ნაბიჯი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ არ აღიარა.