ისრაელი ღაზის სექტორზე საჰაერო დარტყმებს აგრძელებს. ხუთშაბათს, 27 ნოემბერს, დაბომბვა გაძლიერდა სექტორის ცენტრალურ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ისრაელის ჯარები ტანკებით შევიდნენ ღაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების ინფორმაციით, ისრაელის მორიგი სამხედრო ოპერაციის შედეგად, 17 პალესტინელი დაიღუპა.
კიდევ 6 ადამიანი იმსხვერპლა ორმა ცალკეულმა საჰაერო თავდასხმამ კამალ ადვანის საავადმყოფოსთან მდებარე საცხოვრებელ სახლში. სამხრეთ იუნისში კი 4 ადამიანი დაიღუპა.
ასევე ნახეთ: ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსრულება დაიწყონუსეირატზე, ღაზის რვა ისტორიულ ლტოლვილთა ბანაკიდან ერთ-ერთზე, ისრაელმა რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ჯანდაცვის ადგილობრივი წარმომადგენლების თქმით, თავდასხმებს, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა.
სამედიცინო პერსონალის განცხადებით, სულ მცირე, 2 ადამიანი, ქალი და ბავშვი, დაიღუპა ნუსეირათის დასავლეთ რაიონში. ხოლო საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა კიდევ 5 ადამიანი.
გარდა ამისა, ადგილობრივების ინფორმაციით, რაფაში, ეგვიპტის საზღვართან ახლოს, ისრაელის ტანკები ღრმად შევიდნენ ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
ამ ბოლო ბრძოლებთან დაკავშირებით, ისრაელის მხრიდან განცხადებები არ გაკეთებულა.
ამ ესკალაციას, ერთი დღით, წინ უსწრებდა ისრაელსა და ლიბანში ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედება.
ისრაელმა, ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი, 2023 წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო. „ჰამასის" მებრძოლებმა, ისრაელში 1 200 ადამიანი მოკლეს, 250-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ისრაელის საპასუხო ომს, ღაზაში, ამ დრომდე, 44 200 ადამიანი ემსხვერპლა.