პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრმა სალამ ფაიადმა ისრაელის მხარე დასავლეთ სანაპიროზე მეჩეთის დაწვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, პალესტინის ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ და სხვა მსგავს აქციებში მონაწილე პირთა დაკავება. ოფიციალური პირების განცხადებით, ქუსრას მეჩეთის პირველ სართულზე ცეცხლი დღეს გაჩნდა, როდესაც ორი ებრაელი მოსახლე მეჩეთის კედლებს გარედან საღებავს ასხავდა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელის ხელისუფლებამ სასამართლოს დადგენილებით სამი სახლის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. ამან კი ებრაელი მოსახლეები პალესტინელების წინააღმდეგ განაწყო. ისრაელის ხელისუფლებამ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით რამდენიმე მოსახლე დააკავა.