ისრაელი დასახლებების მშენებლობას იწყებს

ისრაელი დასახლებების მშენებლობას იწყებს

ოფიციალურმა ისრაელმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ასობით ებრაული დასახლების მშენებლობას დაუჭირა მხარი, მას შემდეგ რაც პალესტინელებმა პარასკევს ებრაელი წყვილი და სამი ბავშვი მოკლეს. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვია და ებრაული დასახლებების შექმნა გადაწყვიტა. დასახლებები კორპუსების სახით აშენდება. მშენებლობის დაწყების ვადები ჯერჯერობით უცნობია.