ისრაელსა და პალესტინელებს შორის, დაპირისპირება კვლავ გრძელდება. ორივე მხარემ, დღეს გამთენიისას საჰაერო დარტყმები კვლავ განახორციელა. ბოლო თავდასხმების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. ისრაელის მხრიდან, საჰაერო იერიში კვლავ ღაზაზე განხორციელდა, პალესტინელების მხრიდან კი სამხრეთ ისრაელზე.
საბრძოლო მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში, საერთაშორისო საზოგადოებას აშფოთებს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი არსებული კონფლიქტის დეესკალაციის გზებს, გაერთიანების წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებთან განიხილავს.
ასევე ნახეთ: “ასოშეიტედ პრესი” ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის გამოძიებას ითხოვსვითარებიის დეესკალაციის მიზნით ძალისხმევაზე საუბრობენ ამერიკელი ოფიციალური პირებიც.
„ჩვენ გვსურს დეესკალაცია, რაც შეიძლება სწრაფად. ამისთვის ყველაზე ეფექტურ გზად მშვიდი და ინტენსიური დიპლომატია მიგვაჩნია“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ.
ორშაბათს, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან გამარათული სატელეფონო საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ისრაელის მიმართ და თქვა, რომ ისრაელს აქვს უფლება “დაიცვას თავი სარაკეტო თავდასხმებისგან”. ჯო ბაიდენმა, ნეთანიაჰუსთან საუბრისას ასევე მოუწოდა ისრაელს, „უზრუნველყოს მშვიდობიანი უდანაშაულო მოქალაქეების დაცვა.“
ასევე ნახეთ: ირანელი სამხედრო მეთაური ჰამასს მხარდაჭერას უცხადებს„პრეზიდენტმა გამოხატა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროების მხარდაჭერა და ამ მიზნით განიხილა აშშ-ის ჩართულობა ეგვიპტესთან და სხვა პარტნიორებთან“ - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღაზას ჯანდაცვის უწყების ცნობით, 10 მაისიდან, შეიარაღებულ დაპირისპირება 200 პალესტინელი ემსხვეროპლა. მათ შორის 59 ბავშვი და 35 ქალი. თავისხმრივ, სარაკეთო თავდასხმებისას ისრაელის მინიმუმ 10 მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 6 წლის ბავშვი.