ისრაელი აღმოსავლეთ იერუსალიმში დამატებით 3000 სახლის აშენებას აპირებს ებრაელი მოსახლეებისთვის
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, ისრაელის მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალი მშენებლობების წამოწყება სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ არის მიმართული. ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში მყოფ ისრაელის ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ ისრაელის გეგმა უკან გადადგმული ნაბიჯია მოლაპარაკებების პროცესში:
"ჩვენ ყველას გვმართებს ერთობლივი მუშაობა და გზების გამონახვა, რათა ჩვენ მთავარ მიზანს მივაღწიოთ - ორი სახელმწიფოს თანაარსებობა," განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დამატებით 3000 სახლის აშენების გეგმის შესახებ პარასკევს ისრელის ხელისუფლებამ განაცხადა.