ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკები ნიუ იორკში გრძელდება

ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკები ნიუ იორკში გრძელდება

ახლო აღმოსავლეთის მედიატორთა საერთაშორისო ოთხეული ისრაელ-პალესტიანს შორის ახლახანს დაწყებული მოლაპარაკებების შესაფასებლად, დღეს ერთმანეთს ნიუ იორკში ხვდება.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარი კეტრინ ეშტონი და მათი კოლეგები რუსეთიდან და გაეროდან, შეხვედრას გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართავენ.

ეშტონმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა, გუშინ ისრაელს პალესტინის ტერიტორიაზე უკანონო დასახლებების მორატორიუმის, რომელსაც ვადა კვირის ბოლოს გასდის, გაგრძელებისკენ მოუწოდეს.