ევაკუაციის შემდეგ ისინი ისრაელის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს
ისრაელის სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, გოლანის მაღლობზე მომხდარი შეტაკების დროს დაჭრილი სირიელები ევაკუაციის შემდეგ ისრაელის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს.
როგორც თავდაცვის უწყების პრესსპიკერი აცხადებს, ისრაელის ჯარისკაცებმა სირიელებს დაუმუშავეს ჭრილობა და შემდეგ ქალაქ საფედის საავადმყოფოში გაამგზავრეს.
ქვეყნის ვიცე პრემიერის მოშე იალონის განცხადებით, დაჭრილი სირიელების დახმარება " ჰუმანიტარულ საწყისებზე" განხორციელდა. მან აქვე დასძინა, რომ ძალაში რჩება როგორც სირიის ომში ისრეალის არჩარევის პოლიტიკა, ისე სირიელი დევნილებისთვის თავშესაფარის მინიჭებაზე აკრძალვა.