ისრაელმა ღაზაში მიზნობრივი დარტყმები განახორციელა

ჰამასის მართული ტერიტორიიდან სარაკეტო თავდასხმების საპასუხოდ, დღეს დილით ისრაელის ავიაციამ, ღაზის სექტორში მიზნობრივი საჰაერო დარტყმები განახორციელა. ეს იყო მხარეებს შორის ბოლო დაპირისპირების მესამე ღამე.

დაძაბულობა გასული კირაში გაიზარდა მას შემდეგ, რაც ისრაელის ციხიდან, ექვსი პალესტინელი პატიმარი გაიქცა.

ასევე ნახეთ: ისრაელი ვაქცინების ე.წ ბუსტერებზე ანგარიშს მალე წარადგენს

შაბათ-კვირას ისრაელმა მაქსიმალური უსაფრთხოების ციხიდან გაქცეული ექვსი პალესტინელიდან ოთხი დააკავა, რასაც პალესტინელმა მებრძოლეებმა სარაკეტო დარტყმებით უპასუხეს. გაქცეული ორი პატიმრის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

უკანასკნელი დაძაბულობისას, ჰამასმა ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა ისროლა. თუმცა, ისრაელის „რკინის გუმბათის“ სახელით ცნობილმა სარაკეტო თავდაცვის სისტემამ მათი შეჩერება შეძლო.

2007 წლიდან ისრაელ-პალესტინას შორის ოთხი ომი გაიმართა. ამასთან, მხარეებს შორის მრავალი შედარებით მცირე დაპირისპირებაა.