ღაზადან "ჰამასის" მიერ მრავალ ფრონტზე თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა რეკორდული რაოდენობის, 300 000 რეზერვისტის მობილიზება გამოაცხადა და „შეტევაზე გადადის“, განაცხადა ორშაბათს ისარაელის მთავარმა სამხედრო სპიკერმა.
შაბათის მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ, ისრაელის ავიაცია ღაზაში სამიზნეებს ურტყამს, ხოლო მისი სახმელეთო ძალები პალესტინელი შეიარაღებული პირების მიერ დაპყრობილ სასაზღვრო სოფლებსა და ქალაქებზე კონტროლის დასაბრუნებლად იბრძვიან.
მთავარმა სამხედრო სპიკერმა, ადმირალმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ ამ სოფლებზე კონტროლი აღდგენილია, მაგრამ იზოლირებული შეტაკებები გაგრძელდა.
”ჩვენ, ახლა ვაწარმოებთ ჩხრეკას ყველა სოფელში და ვასუფთავებთ ტერიტორიას”, - თქვა მან სატელევიზიო ბრიფინგზე.
სამხედრო ოფიციალურმა პირებმა ადრე განაცხადეს, რომ მათი ყურადღება ჯერ მიმართულია საზღვრის ისრაელის მხარის დაცვაზე, ღაზაში კონტრშეტევის განხორციელებამდე.
ასევე ნახეთ: ჩემი ადმინისტრაციის მხრიდან ისრაელის უსაფრთხოების მხარდაჭერა მტკიცე და ურყევია - ბაიდენიჰაგარიმ თქვა, რომ 300 000 რეზერვისტი გამოიძახეს, რაც მიუთითებს შესაძლო შეჭრისთვის მზადებაზე - თუმცა, არცერთი ასეთი გეგმა ოფიციალურად არ დადასტურებულა.
„ამდენი რეზერვისტი, ამხელა მასშტაბით არასოდეს არ მოგვიბილიზებია“ - თქვა მან. "ჩვენ შეტევაზე გადავდივართ“.
ჰაგარიმ დაადასტურა მედიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 700 ადამიანი დაიღუპა ისრაელის საზღვრის მხარეს, მათ შორის, დადასტურებულად, უსაფრთხოების ძალების 73 წევრი. მისი თქმით, ისრაელის სამხედროებმა ასობით პალესტინელი შეიარაღებული პირი მოკლეს.