ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, ადამიანს, რომელიც ისრაელს 13 წელია უდგას სათავეში, ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა მექრთამეობაში, გაყალბებასა და ნდობის შელახვაში დასდო ბრალი.
ეს ბრალდებები პრემიერ-მინისტრს ოთხ საქმეში წაუყენეს.
ბრალდებების მიხედვით, პრემიერმა და მისმა მეუღლემ 260,000 დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა, სიგარები და სხვა საჩუქრები მიიღეს პოლიტიკური მფარველობის გაწევის ხარჯზე. პრემიერს ასევე ბრალად ედება მარეგულირებელ სამსახურებსა და კანონმდებლებზე ზეწოლა ორი მედია საშუალების საკეთილდღეოდ, მათი პოზიტიური გაშუქების სანაცვლოდ.
ნეთანიაჰუს ამ ბრალდების გამო არ მოუწევს თანამდებობის დატოვება, თუმცა მას, სავარაუდოდ ამის გამო პრობლემები შეექმნება მომავალ არჩევნებში.
ნეთანიაჰუმ არაერთხელ უარყო ბრალდება აღნიშნულ საქმეებში და თავი "კუდიანებზე ნადირობის მსხვერპლად" გამოაცხადა.