ისრაელის მედიის ცნობით, კორუფციის საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პირველად დაკითხა. გამოძიებაში ქვეყნის ტელეკომუნიკაციების კომპანია „ბეზექი“ ფიგურირებს.
არმიის რადიოს და სხვა მედიასაშუალებების ცნობით, პარასკევს პოლიცია ნეთანიაჰუს საცხოვრებელში შევიდა. იმავდროულად, ოღონდ სხვა ადგილზე, ნეთანიაჰუს მეუღლის, სარას დაკითხვა ხდებოდა.
პოლიცია მას ბრალს სდებს, რომ “ბეზექის“ ახალი ამბების ვებგვერდი „ვალა“, კომუნიკაციების მარეგულირებლისგან შეღავათების სანაცვლოდ, ახალ ამბებს ნეთანიაჰუს და მისი მეუღლისადმი კეთილგანწყობით აშუქებდა.
წინა კვირაში, ნეთანიაჰუს ორი ახლო თანამშრომელი დააპატიმრეს ეჭვის საფუძველზე, რომ „ბეზექისთვის“ ასობით მილიონი დოლარის ღირებულების რეგულაციას ლობირებდნენ.