ისრაელის დაზვერვის ინფორმაციით, 7 ოქტომბრის თავდასხმაში გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტო UNRWA-ს თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი, რომლებმაც სხვადასხვა სახით დახმარება აღმოუჩინეს „ჰამასის“ მებრძოლებს.
ისრაელის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, 7 ოქტომბრის თავდასხმაში ჩართული იყო UNRWA-ს 190-მდე თანამშრომელი. სადაზვერვო სამსახურებმა 12 ადამიანის შესახებ გაავრცელა დეტალური ინფორმაცია. 6 გვერდიან დოკუმენტს, რომელსაც სააგენტო „როიტერი" გაეცნო და რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, თან ერთვის ფოტოსურათები, სახელები და გვარები.
ასევე ნახეთ: ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ ტერორისტულ აქტში მონაწილეობის ბრალდებით, გაერომ რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლაისრაელის დაზვერვის დოკუმენტებში ნათქვამია, რომ UNRWA-ს თანამშრომლები მონაწილეობდნენ ისრაელზე თავდასხმის ყველა ეტაპზე, პროცესის ორგანიზებას, განხორციელებასა თუ მონაწილეთა შეფარებაში.
დოკუმენტში დასახელებული 12 ადამიანიდან ერთ-ერთი სკოლის თანამშრომელია, რომელიც ისრაელის ბრალდების თანახმად, თავის ვაჟს ისრაელიდან ქალის გატაცებაში დაეხმარა.
ისრაელი გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს კიდევ ერთ თანამშრომელს ბრალს სდებს სოფელ ბეერიში განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობაში. დოკუმენტებით ირკვევა, რომ გაეროს ერთ-ერთი თანამშრომელი მონაწილეობას იღებდა ქალაქ რეიმზე თავდასხმაშიც.
კიდევ ერთი პირი, სააგენტოს სოციალური მუშაკია, რომელსაც ბრალად ედება, რომ მან ისრაელის სამხედროს ცხედარი ღაზის სექტორში გადაიტანა. ამავე პირთან მიმართებაში სადაზვერვო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ის მონაწილეობას იღებდა რეიდებში, იარაღის მიწოდებასა და მანქანების გადაადგილების კოორდინაციაში.
აღსანიშნავია, რომ გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს ღაზაში 13 000-თანამშრომელი ჰყავს, ისრაელის ბრალდება კი 190-მდე პირს ეხება. ისრაელის თქმით, ეს 190 ადამიანი პირდაპირი მონაწილე იყო პროცესის და "მებრძოლი" და "მკვლელი". მათი თქმით, მათ ეჭვი აქვთ, რომ სააგენტოს თანამშრომელთა 10 პროცენტს, უფრო ზოგადი კავშირი იყო "ჰამასთან" და ისლამურ ჯიჰადთან.
„ჰამასის“ თავდასხმას ისრაელზე 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თავდასხმის დროს გაიტაცეს 200-ზე მეტი ადამიანიც, რომელთა ნაწილი ამ დრომდე ტყვეობაში რჩება. ისრაელმა ომი „ჰამასის“ წინააღმდეგ ამ თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო.
პალესტინელები ისრაელს მონაცემების გაყალბებაში ადანაშაულებენ, მათი თქმით ისრაელი ცდილობს გაეროს სააგენტოს მუშაობა შეაფერხოს. გაერო კი აცხადებს, რომ გამოძიებას აწარმოებს.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, გასული კვირის ბოლოს, 10-ზე მეტმა ქვეყანამ სააგენტოს დაფინანსება უკვე შეაჩერა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ.