აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოში ტერორისტულ საქმიანობას უწევს მონიტორინგს, აცხადებს, რომ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო რუსეთს თავდასხმებით ემუქრება. მონიტორინგის ჯგუფმა ეს ინფორმაცია ტერორისტული დაჯგუფების ახალ ვიდეოზე დაყრდნობით გაავრცელა.
მონიტორინგის ჯგუფი, რომლის სახელწოფებაა SITE-სადაზვერვო კომპანია აცხადებს, რომ მეამბოხე ტერორისტული დაჯგუფების უცხო ენების მედია დივიზიამ ( ალ-ჰაიათის ცენტრი) რუსულენოვანი ვიდეო გაავრცელა, სადაც გაისმის შეძახილები "მალე, ძალიან მალე, სისხლი ოკეანესავით დაიღვრება."
დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა მეამბოხეებმა ცოტა ხნის წინ ეგვიპტის საჰაერო სივრცეში რუსული ავიაკომპანიის რეისის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა აიღეს და განაცხადეს, რომ ეს ფაქტი საზღაური იყო რუსეთის საჰაერო დარტყმებზე სირიაში.
ამ დრომდე, კატასტროფის საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი ეგვიპტეში ამბობს, რომ ჯერჯერობით, ტრაგედიის მიზეზებზე დასკვნის გამოტანა ვერ ხერხდება.
აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო ინფორმაცია, ამ ქვეყნების ლიდერების განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე სავარაუდოდ, ბომბის შესაძლებლობაზე მიუთითებდა. შესაბამისად, აშშ-ის პრეზიდენტმა, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის პრემიერ მინისტრებმა არ გამორიცხეს, რომ ეს ინციდენტი ტერორისტული აქტი იყო.