სირიელი აქტივისტების ცნობით, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები რაქას ტოვებენ

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” მაღალჩინოსსნები და მათი ოჯახის წევრები ქალაქ რაქადან გახიზნა. ამის შესახებ ცნობას სირიელი აქტივისტები ავრცელებენ.

დაჯგუფების ეს გადაწყვეტილება შეერთებული შტატების მიერ წარმართული საჰაერო კამპანიის შედეგად მოხდა, რაქა კოალიციის ამიზნე გუშინ კიდევ ერთხელ გახდა. ქალაქს “ისლამური სახელმწიფო” 2014 წლიდან აკონტროლებს.

იმის მიუხედავად, რომ სირიის დემოკრატიულმა ძალებმა რაქადან დერ ეზორის პორვინციისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს, ადგილობრივი აქტივისტები ამბობენ, რომ “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები დერ ეზორში სხვა გზებით გადაადგილდებიან.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენი მებრძოლი და დაჯგუფების მეთაური გაიხიზნა დერ ეზორში, ადგილობრივი აქტივისტების ცნობით, უკანასკნელ დღეებში დაჯგუფების ათობით ავტომობულის გადაადგილება შენიშნეს.