ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის მიმართ პოზიციას ამკაცრებს

ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იაპონიაში დისლოცირებულ ამერიკელ ჯარისკაცებს ხვდება.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრების განცხადებით, ფხენიანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებით, მათ ყოველგვარი „მოთმინება დაკარგეს“. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ამბობს, რომ ამერიკა დაამარცხებს ნებისმიერ მოიერიშეს და მას „გაცილებით უფრო მოცულობითი და ეფექტური“ მეთოდით უპასუხებს. მაიკ პენსი ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს.

გენერალ-ლეინტენანტ მაკმასტერის თქმით, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით „ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილება“. ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველია უსაფრთხოების საკითხებში. თუმცა, მაკმასტერმა იქვე გამოთქვა იმედი, რომ სამხედრო დაპირისპირებამდე საქმე არ მივა.