პაციენტს ირლანდიის საავადმყოფოში ფეხმძიმობის შეწყვეტაზე უარი ეთქვა და ის მოგვიანებით სეფსისის დიაგნოზით გარდაიცვალა
ირლანდიის მთავრობა იძიებს ინდოელი ქალის გარდაცვალების ფაქტს, რომელიც ირლანდიის საავადმყოფოში ფეხმძიმობის შეწყვეტაზე უარის თქმის გამო დაიღუპა.
ოთხშაბათს, პრემიერ მინისტრმა, ენდა კენიმ კანონმდებლებს განუცხადა, რომ ის ჯერჯერობით 31 წლის სავიტა ჰალაპანავარის საქმის ირგვლივ მიმდინარე ორი ძიების შედეგებს დაელოდება.
გარდაცვლილის ოჯახის განცხადებით, 17 კვირის ფეხმძიმე ქალი საავადმყოფოში მუცლის მწვავე ტკივილით მიიყვანეს, რაც, სავარაუდოდ, ნაყოფის მოშლით იყო გამოწვეული. ჰოსპიტალში ქალს აბორტზე უარი იმ მიზეზით ეთქვა, რომ ნაყოფს გულისცემა აღენიშნებოდა.
ერთი კვირის შემდეგ ჰალაპანავარი სეფსისით გარდაიცვალა, რაც სამი დღით ადრე ნაყოფის სიკვდილმა გამოიწვია.