ირინა ციქურიშვილმა ვაშინგტონში საუკეთესო ქორეოგრაფის ორი ნომინაცია მიიღო
Your browser doesn’t support HTML5
ვაშინგტონის თეატრალურ ოსკარად წოდებული, „ჰელენ ჰეისის“ საუკეთესო ქორეოგრაფის პრესტიჟული ნომინაცია, ირინა ციქურიშვილმა წელს ორი სხვადასხვა სპექტაკლისთვის მიიღო. მეუღლე, რეჟისორ პაატა ციქურიშვილთან ერთად, „სინეტიკის თეატრის“ დამფუძნებელ წყვილს, ვაშინგტონში უკვე 90-ზე მეტი სპექტაკლი აქვს დადგმული.