"აი არ აი"-ს გამოკითხვა უკრაინაში

გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინის მოსახლეობის 55 პროცენტი ევროკავშირთან ინტეგრაციას, 41 პროცენტი კი ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს.

„აი არ აი“-ს გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ უკრაინელები პრო-ევროპული მთავრობის რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას აგრძელებენ, თუმცა უკრაინაში ცვლილებების განხორციელების სისწრაფის მიმართ მზარდ გაღიზიანებასაც გამოხატავენ.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 67 პროცენტი პრო-ევროპული მთავრობის დეცენტრალიზაციის გეგმა უჭერს მხარს, 58 პროცენტს კი მიაჩნია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დამატებითი პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არის.

მთავრობის რეფორმების მხარდაჭერის მიუხედავად, მოსახლეობის 72 პროცენტი თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდიოდა. ამასთან მიმართებაში, დონბასის სამხედრო კონფლიქტი და სახელმწიფო ორგანოებში არსებული კორუფცია, ქვეყნის წინაშე მდგარ ორ უმნიშვნელოვანეს პრობლემად დასახელდა.

ბევრმა რეფორმების ნელი გატარების გამო გამოთქვა უკმაყოფილება. ცვლილებების ახლანდელი ტემპი უკრაინელთა მხოლოდ სამ პროცენტს აკმაყოფილებს.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ 55 პროცენტი ევროკავშირთან ინტეგრაციას, 41 პროცენტი კი ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ნატო-ს წინააღმდეგ 30 პროცენტია. საბაჟო კავშირის მომხრეთა რიცხვი, იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდის დაახლოებით 40 პროცენტიდან, 14 პროცენტამდე დაეცა.

საინტერესოა, რომ ინტეგრაციის და რეფორმებისადმი მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი რუსულენოვანი მოსახლეობის მქონე რაიონებშიც ძლიერია. ოდესაში, კითხვაზე, რუსულენოვანი მოსახლეობა უკრაინაში ზეწოლას ან დაშინებას თუ განიცდის, მხოლოდ 11-მა პროცენტმა უპასუხა „დიახ“ და უმნიშვნელო ერთმა პროცენტმა უპასუხა, „გადაჭრით დიახ“.