დედოფალი ელისაბედი ირლანდიაში მოგზაურობს

დედოფალი ელისაბედი ირლანდიაში მოგზაურობს

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი, ირლანდიაში მოგზაურობს. დღეს იგი დუბლინში იმ 14 ირლანდიელის დაღუპვის ადგილს მოინახულებს, რომლებიც 1920 წელს ბრიტანეთის არმიამ საპროტესტო გამოსვლების დროს დახვრიტა.

ირლანდიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეს ბრიტანელი მონარქის პირველი ვიზიტია ქვეყანაში. დედოფალი ელისაბედის მოგზაურობა ირლანდიას და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების სიმბოლოდ მოიაზრება. ოთხდღიანი ვიზიტის განმავლობაში მონარქი ქვეყნის პრეზიდენტს, მერი მაკალისს, და პრემიერს - ენდა კენისაც - შეხვდება.