სუნიტ და შიიტ მუსლიმებს შორის დაპირისპირებას ერაყში გასულ წელს 3 ათასამდე ადამიანი შეეწირა
ერაყის დედაქალაქში რამდენიმე მანქანის აფეთქებას სულ ცოტა 23 ადამიანი შეეწირა. რამდენიმე ათეული დაშავებულია. ყველაზე დიდი აფეთქება ბაღდადის ჩრდილოეთით მოხდა, რომლის გამო 7 ადამიანი გარდაიცვალა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ სამხედრო დაჯგუფებას აუღია. ანალიტიკოსები თავდასხმას გუშინდელი აფეთქებების გაგრძელებად მიიჩნევენ, რომელშიც 14 ადამიანი დაიღუპა. პრემიერ მინისტრი ნური ალ-მალიკი მომხდართან დაკავშირებით ამბობს, რომ ერაყში ტერორიზმთან პრინციპული ბრძოლაა გამოცხადებული. მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სულ ცოტა 800 ეჭვმიტანილი დააკავეს. ერაყში სუნიტ და შიიტ მუსლიმებს შორის დაპირისპირებას გასულ წელს 3 ათასი ადამიანი შეეწირა.